წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ათ მაღალმთიან სოფელში (დღნორისისა და მექვენის ადმინისტრაციული ერთეული) თოვლის საფარმა თითქმის 40 სანტიმეტრს მიაღწია. უამინდობისა და უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე.
სოფელ გუმათში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მე-4 კილომეტრზე გზის ნაწილი დილით დაახლოებით ერთი მეტრით დაიწია. რამდენიმე საათში კი მიწის ნაწილი მთლიანად მოწყდა.